აშშ-ჩინეთი

ტრამპის თქმით, სი ძინფინგი აშშ-სთვის იშვიათი წიაღისეული მიწოდების აღდგენას დათანხმდა

ჩინეთის პრეზიდენტი სი ძინფინგი (მარცხნივ) და აშშ-ს პრეზიდენტი დონალდ ტრამპი

7 ივნისს, აშშ-ს პრეზიდენტმა, დონალდ ტრამპმა განაცხადა, რომ ჩინეთის პრეზიდენტი სი ძინფინგი აშშ-ში იშვიათი წიაღისეულისა და მაგნიტების ექსპორტს დათანხმდა.

ჟურნალისტის შეკითხვაზე, დაეთანხმა თუ არა სი ძინფინი ამას, ტრამპმა უპასუხა: "დიახ, დათანხმდა".

Reuters აღნიშნავს, რომ ტრამპის კომენტარი სი ძინფინთან სატელეფონო საუბარს მოჰყვა, რომელიც ორ ქვეყანას შორის სავაჭრო შეთანხმების გარშემო დაძაბულობის განმუხტვას ისახავდა მიზნად.

ტრამპმა განაცხადა, რომ საუბარს "ძალიან პოზიტიური დასასრული" ჰქონდა.

ორი ინფორმირებული წყარო გამოცემას უყვება, რომ ჩინეთმა დროებითი ექსპორტის ლიცენზიები მიანიჭა იმ კომპანიებს, რომლებიც აშშ-ს სამი წამყვანი ავტომწარმოებელ კომპანიებს იშვიათ წიაღისეულს აწვდიან.

9 ივნისს, ლონდონში აშშ-ს პრეზიდენტის წარმომადგენლები ჩინელ კოლეგებს შემდგომი მოლაპარაკებებისთვის შეხვდებიან.

ცნობისთვის, აპრილის პირველ კვირებში, ტრამპის ადმინისტრაციის ტარიფების საპასუხოდ, ჩინეთმა აშშ-ში ფართო სპექტრის კრიტიკული მინერალებისა და მაგნიტების ექსპორტი შეაჩერა, რომლებიც ავტომწარმოებლების, საავიაციო-კოსმიური ინდუსტრიის, ნახევარგამტარების მწარმოებელი კომპანიებისა და სამხედრო კონტრაქტორებისთვის აუცილებელია.

კომენტარები