ქართული ოცნება

კალაძე: მერობას ვაპირებ - ვინ ვის რას წაართმევს, მაგას ვნახავთ

ქართული ოცნება

თბილისის მერის კახა კალაძის განცხადებით, მერობას და "ყველა რადიკალური დაჯგუფების დამარცხებას" აპირებს. 

"მერობას ვაპირებ და ვაპირებ, რომ დაგამარცხოთ ყველა ის რადიკალური დაჯგუფება ვინცა ხართ, დაგამარცხებთ და ქართველ ხალხთან ერთად მოგიჩენთ შესაბამის ადგილს, რაც არის თქვენ ბუნებრივი მდგომარეობა" - უთხრა კალაძემ TV პირველის ჟურნალისტს.

კალაძის თქმით, კამპანიისთვის მზადება უკვე დაწყებული აქვთ. რაც შეეხება ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნებზე ოპოზიციის მონაწილეობას, კალაძის შეფასებით, "ვინ ვის რას წაართმევს, მაგას ნახავენ".

"მითითებებს ელოდებიან, რასაც ეტყვიან და რასაც დაავალებენ იმას გააკეთებენ, თვითონ ვერ გადაწყვეტენ ამას. გამოთქვეს რაღაც მზადყოფნა, რომ თბილისი შეიძლება წავართვათ. მიიღონ მონაწილეობა და ვინ ვის რას წაართმევს, მაგას ვნახავთ. მაგას გადაწყვეტს დედაქალაქის მოსახლეობა". - თქვა კალაძემ.

კალაძის კანდიდატობასთან დაკავშირებით, განცხადება კობახიძემაც გააკეთა და აღნისნა, რომ 99.9%-ით თბილისის მერის კანდიდატად ქართული ოცნება კახა კალაძეს წარადგენს.

კომენტარები