თბილისის მერის კახა კალაძის განცხადებით, ახალი კომპანია "კალა კაპიტალ თბილისი" საპილოტე პროექტია, რომლის ფარგლებშიც "ახლგაზრდებთან ერთად ძველი ავტომობილების რესტავრაციას და მათ საერთაშორისო არენაზე გაყვანას" აპირებს.
"ეს არ არის პირველი კომპანია, რომელიც მაქვს საკუთრებაში. არის კომპანიები, რომლებიც არის ჩემს საკუთრებაში და რომლებიც არის მითითებული დეკლარაციაში.
[...]
რაც შეეხება აღნიშნულ კომპანიას და თვითონ საქმიანობას, რაც გვაქვს იდეაში ეს არის საპილოტე პროექტი და რამდენად გამოსვლადი იქნება ვნახოთ. ეს არის ჩემი ჰობი, გატაცება იყო ბავშვობიდან და მქონდა ყოველთვის ამის სურვილი და ვაპირებ ახალგაზრდებთან ერთად განვახორციელო აღნიშნული პროექტი, რამდენად გამოგვივა არ ვიცი, ვნახოთ. ეს არის ძველი ავტომობილების რესტავრაცია და საერთაშორისო არენაზე მათი გაყვანა, რამდენად გამოგვივა არ ვიცი. საკმაოდ ნიჭიერი ახალგაზრდები იქნებიან ჩართულები" - თქვა კალაძემ.
ჟურნალისტებმა კალაძეს ჰკითხეს ვინ იქნებიან კომპანიის პარტნიორები და რას განიხილავს, პირველად კაპიტალად, რაზეც კალაძემ თქვა, რომ ევროპულ ბანკებში თანხები არ აქვს. მისი თქმით, უცხოურ ბანკებთან არანაირი ურთიერთობა არ აქვს და ამას აქვს ახსნა და მიზეზი:
"რაც შეეხება თანხებს, ევროპულ ბანკებში თანხები არა მაქვს ეს დადასტურებული ინფორმაციაა, დეკლარაციაშიც არის ასახული. თანხები რაც მქონდა ევროპულ ბანკებში, მქონდა გასესხებული კონკრეტულ კომპანიაზე შემდეგ თანხები დამიბრუნდა, შევიძინე კრიპტოვალუტა და უცხოურ ბანკებთან არანაირი ურთიერთობა არა მაქვს, თუმცა ამას აქვს თავისი ახსნა და მიზეზი თუ რატომ" - განაცხადა კახა კალაძემ.
4 ივნისს, ირაკლი აბესაძემ გაავრცელა ინფორმაცია, რომ კალაძე ახალ კომაპნიას "კალა კაპიტალ თბილისს" აფუძნებს.
რაც შეეხება თბილისის მერობას, კალაძემ განაცხადა, რომ მერობას და "ყველა რადიკალური დაჯგუფების დამარცხებას" აპირებს.
"მერობას ვაპირებ და ვაპირებ, რომ დაგამარცხოთ ყველა ის რადიკალური დაჯგუფება ვინცა ხართ, დაგამარცხებთ და ქართველ ხალხთან ერთად მოგიჩენთ შესაბამის ადგილს, რაც არის თქვენ ბუნებრივი მდგომარეობა" - უთხრა კალაძემ TV პირველის ჟურნალისტს.
კალაძის კანდიდატობასთან დაკავშირებით, განცხადება კობახიძემაც გააკეთა და აღნისნა, რომ 99.9%-ით თბილისის მერის კანდიდატად ქართული ოცნება კახა კალაძეს წარადგენს.





