სამხრეთ კორეა

სამხრეთ კორეის საპრეზიდენტო არჩევნებში დემოკრატიული პარტიის ლიდერმა, ი ჯე მიონმა გაიმარჯვა

3 ივნისს სამხრეთ კორეაში საპრეზიდენტო არჩევნები გაიმართა, რომელშიც დემოკრატიული პარტიის კანდიდატმა, ი ჯე მიონმა გაიმარჯვა

იმ ხმების 49.8% მიიღო, ხოლო მისმა მთავარმა მეტოქემ კონსერვატიული ხალხის ძალის პარტიიდან (PPP), კიმ მუნ სომ – 41.15%.

ი ჯე მიონი ემხრობა აშშ-სთან და ჩინეთთან პარტნიორობის დაბალანსებას, ხოლო ჩრდილოეთ კორეასთან მიმართებით ეწინააღმდეგება ძალით შეკავების პოლიტიკას. მისი კონკურენტისგან განსხვავებით ი ჩრდილოეთ კორეასთან ურთიერთობის ნორმალიზების მომხრეა.

იმ საპრეზიდენტო არჩევნებში კენჭი მეორედ იყარა. 2022 წელს ის ხალხის ძალის პარტიის ყოფილ ლიდერთან, იუნ სოკ იოლთან 0.7%-ით დამარცხდა.

სამხრეთ კორეაში ვადამდელი არჩევნები იუნ სოკ იოლის იმპიჩმენტის შემდეგ ჩაინიშნა. 

იუნმა გასული წლის დეკემბერში მოულოდნელად ქვეყანაში "სამხედრო მდგომარეობა" გამოაცხადა და შეიარაღებულ ძალებს პარლამენტის შენობის ოპოზიციისგან დაცვა უბრძანა. მიუხედავად იმისა, რომ თავდაპირველად პარლამენტის შენობასთან მობილიზებული იყო ჯარი, ოპოზიციის წევრებმა მაინც შეძლეს შენობაში შესვლა და პრეზიდენტის ბრძანების გაუქმება. მოგვიანებით, პარლამენტმა იუნის იმპიჩმენტს დაუჭირა მხარი.

4 აპრილს, სამხრეთ კორეის საკონსტიტუციო სასამართლომ პრეზიდენტის, იუნ სოკ იოლის იმპიჩმენტი ერთხმად დაამტკიცა.  

კომენტარები