Squid Game

SQUID GAME-ის ფინალური სეზონის ტრეილერი გამოვიდა – [VIDEO]

სტრიმინგის სერვისმა Netflix სამხრეთკორეული სერიალის, Squid Game-ის ფინალური, რიგით მესამე სეზონის ტრეილერი გამოაქვეყნა.

Netflix-ის ერთ-ერთი ყველაზე პოპულარული სერიალის დასკვნით სეზონი მიმდინარე წლის 27 ივნისს გამოვა.

Squid Game 2021 წლის ერთ-ერთი ყველაზე ცნობილი სენსაციური სერიალია, რომელიც მოკლე დროში Netflix-ის ყველაზე ნახვადი შოუ გახდა. სიუჟეტის მიხედვით ადამიანები დიდი ფულის სანაცვლოდ სასიკვდილო თამაშებში იღებენ მონაწილეობას, რომელსაც იდუმალებით მოცული ორგანიზატორები კუნძულზე ატარებენ. 

კომენტარები