ბალტიის ქვეყნებში მცხოვრებმა ქართველმა ემიგრანტებმა, ბალტიის ქვეყნების საგარეო საქმეთა მინისტრებს მიმართვა გაუგზავნეს და ცრუ-მოწმეების და რეჟიმის სხვა წარმომადგენლების დასანქცირებას სთხოვენ. მიმართვა ასევე გადაეგზავნა ევროკავშირის ხელმძღვანელ პირებსა და წევრი ქვეყნების მთავრობებს.
მიმართვაში ქართველები ბალტიელ პარტნიორებს სთხოვენ სასანქციო პოლიტიკის გაძლიერებას. მიმართვას თან ერთვის 200-კაციანი სია, რომელთა დასანქცირებას ითხოვენ მიმართვის ხელმომწერები და რომელთა შესახებ დოკუმენტირებულია მათ მიერ განხორციელებული ანტიჰუმანური ქმედებები.
"სიაში არიან ე.წ. სამართალდამცავი სისტემის, რეალურად კი რეპრესიული რეჟიმის წარმომადგენლები: პროკურორები, მოსამართლეები გამომძიებლები, სუს-ის თანამშრომლები, პოლიციელები. განსაკუთრებული აქცენტი მიმართვაზე ხელმომწერებმა ასევე გააკეთეს ე.წ. ცრუ-მოწმეებზე და მათი დასანქცირების მნიშვნელობაზე.
მიმართვა ასევე გადაეგზავნა ევროკავშირის ხელმძღვანელი პირებს და ევროკავშირის წევრ სხვა ქვეყნების მთავრობებს" - ნათქვამია გავრცელებულ ინფორმაციაში.
მიმართვის ინიციატორია პლატფორმა 2025. ესტონეთში მიმართვა გადაეგზავნა ორგანიზაცია საქართველოს სახლი ესტონეთში ინიციატივით. დასასანქცირებელი პირების ბაზა, შესაბამისი აღწერილობით და სხვა დამატებითი დოკუმენტაციით მოამზადა პარტია ფედერალისტებმა/თავისუფლების ინსტიტუტმა.





