წინა ხელისუფლების საქმიანობის შემსწავლელი კომისია

წულუკიანის კომისიას მუშაობის ვადა 5 ივლისამდე გაუხანგრძლივდა

წულუკიანის კომისიას მუშაობის ვადა კიდევ 1 თვით, 5 ივლისამდე გაუხანგრძლივდა. ამ გადაწყვეტილებას მხარი ივანიშვილის პარლამენტის პლენარულ სხდომაზე ივანიშვილის 86-მა დეპუტატმა დაუჭირა, წინააღმდეგი კი არავინ იყო.

ვადის გახანგრძლივების მიზეზებზე ე.წ. საგამოძიებო კომისიის თავმჯდომარემ, თეა წულუკიანმა თავად ისაუბრა.

"ჩვენ მიერ განსახილველი 6 თემა არის ძალიან მასშტაბური. აქედან მე-6 საკითხი, რომელიც 2013-2025 წლების პერიოდს ეხება და გვავალებს, რომ შევისწავლოთ ის დამაზიანებელი მოქმედებები, რომლებსაც წინა ხელისუფლების პირობებში პოლიტიკური თანამდებობის მქონე პირები ან კიდევ ის ადამიანები, ვინც დღეს პარტიების წევრები არიან, სჩადიან სახელმწიფოსა და ქვეყნის წინააღმდეგ, გამოსაკვლევად აპრილში გადმოგვეცა და შესაბამისად, ამ კონკრეტული თემის საკვლევად, ჩვენ დამატებითი ვადა გვჭირდება [...]

ასევე, პარლამენტის მიერ განსაზღვრული თემების: მკვლელობების, წამებისა და არაადამიანური მოპყრობის ან სასჯელის ფაქტების, ბიზნესის რეკეტის, კორუფციის, მედიის თავისუფლებისა და 2008 წლის აგვისტოს ომზე მუშაობის მიმართულებით, მომდევნო 1 თვეს ძირითადად დოკუმენტებზე მუშაობასა და დასკვნის პროექტის დასასრულისკენ წაყვანას დავუთმობთ". - თქვა წულუკიანმა.

წულუკიანის თქმით, კომისიის დასკვნის დამტკიცებას 4-5 ივლისს გეგმავენ.

კომენტარები