შს მინისტრი

სესიაშვილი: ალექსანდრე ჭიკაიძემ სისტემაში მუშაობა ნულიდან დაიწყო

radiotavisupleba.ge

საპარლამენტო უმრავლესობის წევრი ირაკლი სესიაშვილი დარწმუნებულია, რომ შს მომავალი მინისტრი ალექსანდრე ჭიკაიძე დაკისრებულ მოვალეობას თავს ღირსეულად გაართმევს. როგორც სესიაშვილმა კოალიცია ქართული ოცნების ოფისში ჟურნალისტებთან საუბრისას განაცხადა, მოხარულია, რომ შსს-ს სათავეში ახალგაზრდა, პერსპექტიული ადამიანი ჩაუდგება. მისივე თქმით, ალექსანდრე ჭიკაიძემ სისტემაში მუშაობა ნულიდან დაიწყო.

"მან ყველა ეტაპზე დაამტკიცა, რომ აქვს ძალიან მაღალი პროფესიონალიზმი და უნარ-ჩვევები, რათა სისტემა დაელაგებინა და ეფექტურად ემართა. ალექსანდრე ჭიკაიძე კახეთის სამმართველოს უფროსი გახლდათ. მე მასთან არაერთხელ მქონია ურთიერთობა და არ ყოფილა შემთხვევა, რომ სიტუაციის მიხედვით ეფექტურად არ ემოქმედა", - აღნიშნა ირაკლი სესიაშვილმა.

შინაგან საქმეთა მინისტრის პოსტზე ირაკლი ღარიბაშვილს თბილისის მთავარი სამმართველოს უფროსი ალექსანდრე ჭიკაიძე შეცვლის. ამის შესახებ სამინისტროში გამართულ ბრიფინგზე, თავად მომავალმა პრემიერმა განაცხადა.

კომენტარები