25 მაისის ღამეს რუსეთმა უკრაინის რეგიონებზე მასშტაბური კომბინირებული იერიში მიიტანა.
თავდასხმისთვის რუსებმა თითქმის 300 უპილოტო საფრენი აპარატი და 70-მდე რაკეტა გამოიყენეს.
დაიბომბა კიევის, ხარკოვის, სუმის, ნიკოლაევის, ჟიტომირისა და ხმელნიცკის ოლქები.
ამ დროისთვის, იერიშს 13 ადამიანის, მათ შორის 3 ბავშვის სიცოცხლე ემსხვერპლა. გარდა ამისა დაზიანებები მიიღო 50-ზე მეტმა მშვიდობიანმა მოსახლემ.
ამ დროისთვის დაღუპულთა შესახებ ბოლო ინფორმაცია:
- კიევის ოლქში დაიღუპა 4 ადამიანი;
- ხმელნიცკის ოლქი – 4 დაღუპული;
- ჟიტომირის ოლქში დაუღუპა 3 ბავშვი;
- ნიკოლაევის ოლქში დაიღუპა 1 ადამიანი;





