ზურაბ ჯაფარიძის დაკავება

ბოკერია: ჯაფარიძის დაკავება პოლიტიკური დევნის კიდევ ერთი სამარცხვინო მაგალითია

ზურა ჯაფარიძის დაკავება ივანიშვილის რეჟიმის მხრიდან პოლიტიკურად მოტივირებული დევნის კიდევ ერთი სამარცხვინო მაგალითია. ზურა ჯაფარიძე პოლიტიკური პატიმარია.

ივანიშვილის რეჟიმის დამარცხებასთან ერთად, არამარტო ყველა პოლიტპატიმარი უნდა იყოს თავისუფალი, არამედ უნდა მოხდეს ისეთი ცვლილებები სასამართლოში, რომელიც მომავალში გამორიცხავს სასამართლოში და მთლიანად პოლიტიკურ სისტემაში ასეთი სამარცხვინო ნაბიჯების გადადგმის შესაძლებლობას ნებისმიერი ხელისუფლებისთვის.

თქვა პარტია "ფედერალისტების" თავმჯდომარემ, გიგა ბოკერიამ. 

კომენტარები