დღეს დადგა კიდევ ერთი ძალიან სამარცხვინო დღე ქართული ოცნებისთვის.
ის, რაც მოაწყვეს, ეს პოლიციური თავდასხმა სასამართლოზე, პრაქტიკულად, არავის შეშვება, გადატანა პატარა დარბაზში, ყველაფერი ის, რაც სცადეს დღეს იმისთვის, რომ ეს ბოლოს დამთავრებულიყო იმით, რაც ყველამ იცოდა წინასწარ - ზურა ჯაფარიძე გადაეცათ წინასწარ პატიმრობაში, არის სამარცხვინო.
არანაირ სამართალთან კავშირი არ აქვს - ეს არის სუფთა პოლიტიკური საქმე, რომელიც ნიშანი არის იმისა, რომ იწყება პირდაპირი პოლიტიკური თავდასხმა ლიდერებზე, რაც არის მეორე მხარე; ერთი მხრივ, გვყავს საზოგადოებრივი აქტივისტები თუ საზოგადოებრივი მოღვაწეები, რომლებიც დღეს ციხეში არიან სრულიად არაფრისთვის; ახლა შემდეგი ეტაპი არის, რომ ასევე შეეხოს ეს პოლიტიკურ ლიდერებს.
ეს ყველაფერი ამისთვის იყო შექმნილი. ეს საგამოძიებო კომისია [შექმნილია] არა იმისთვის, რომ გამოიძიოს წინა რეჟიმის დანაშაულები, არამედ იმისთვის, რომ საშუალება გამხდარიყო, დაეჭირათ სწორედ ის პოლიტიკური ლიდერები, რომლებიც უნდათ, რომ დაინახონ ციხეში.
სამარცხვინო არის ეს ქართული ოცნებისთვის. ეს არის კიდევ ერთი ნიშანი მათი უსუსურობის, რომ აღარ იციან რეპრესიები საითკენ და სანამდე წაიყვანონ. ყველა რეჟიმი, რომელიც ასეთ დღეში არის და ამ რეპრესიებს მიმართავს, არის თვითონ განწირული იმისთვის, რომ დასრულდეს.
გამძლეობა გვჭირდება, მაგრამ უნდა ვიცოდეთ, რომ დღეს გამოტანილი განაჩენი არის განაჩენი გამოტანილი ქართული ოცნებისთვის.





