კოალიცია ცვლილებისთვის ერთ-ერთი ლიდერის, ზურაბ გირჩი ჯაფარიძის პროცესზე, მოსამართლე ირაკლი შვანგირაძემ მისი აცილების შუამდგომლობა არ დააკმაყოფილა.
სასამართლოს შვანგრიაძის აცილების მოთხოვნთ დაცვის მხარემ მიმართა. ადვოკატ ირაკლი ჩომახაშვილის განცხადებით, მოსამართლე საქმეს მიუკერძოებლად და დამოუკიდებლად არ განიხილავს.
ბრალდების მხარემ შუამდგომლობა არ გაიზარა.
ჯაფარიძის ადვოკატებმა მოსამართლის აცილება მას შემდეგ მოითხოვეს, რაც შვანგირაძემ დარბაზის შეცვლაზე მათი შუამდგომლობა არ დააკმაყოფილა.
ჯაფარიძის ადვოკატები და მხარდამჭერები დარბაზის შეცვლას და სხდომის უფრო დიდ დარბაზში ჩატარებას ითხოვდნენ. მათი განცხადებით, დარბაზში მხოლოდ 15 ადამიანი ეტევა.
პოლიციის მობილიზებაა თბილისის საქალაქო სასამართლოს ეზოში, სადაც კოალიცია ცვლილებისთვის ერთ-ერთი ლიდერის, ზურაბ გირჩი ჯაფარიძის პროცესი მიმდინარეობს, წულუკიანის კომისიაზე გამოუცხადებლობის საქმეზე.
პოლიციამ საქალაქო სასამართლოს ეზოში ჯაფარიძის მხარდამჭერებს არ შეუშვა. ასევე სასამართლოს შენობაში არ უშვებენ მედიის იმ წარმომადგენლებს, რომლებიც კამერებით არიან.
ჯაფარიძემ აღკვეთის ღონისძიების სახით შეფარდებული გირაოს გადახდაზე უარი განაცხადა, არსებობს მოლოდინი, რომ მას დღევანდელ პროცესზე დააკავებენ.





