ქართული ოცნება

კობახიძე: კალაძეს აქვს ამბიციური გეგმები შემდეგი 4 წლისთვის, უფრო განვითარდება თბილისი

მე ვიცი, რომ კახა კალაძეს აქვს ამბიციური გეგმები შემდეგი ოთხი წლისთვის. ძალიან დახვეწილი გეგმა მზადდება ჩვენი დედაქალაქის განვითარებისთვის და დარწმუნებული ვარ, რომ ოთხი წლის თავზე ჩვენი დედაქალაქი იქნება კიდევ უფრო მეტად განვითარებული და ბევრი ასეთი პროექტი შეემატება ჩვენს დედაქალაქს.

ჩვენ რომ გავიხსენოთ თბილისი 8 წლის წინ და შევხედოთ, დღეს როგორია ჩვენი დედაქალაქი, არის ძალიან დიდი განსხვავება.

დღეს ჩვენი დედაქალაქი არის ბევრად უფრო განვითარებული, ბევრად უფრო მწვანე, ლამაზი და პირველ რიგში, ეს არის დედაქალაქის მერის დამსახურება. კიდევ ერთხელ მინდა მას განსაკუთრებული მადლობა გადავუხადო.

თქვა ივანიშვილის წარმომადგენელმა, ირაკლი კობახიძემ.

კომენტარები