რუსეთ-უკრაინის 2022-26 წლის ომი

პუტინსა და ტრამპს შორის შეხვედრა აუცილებელია, თუმცა წინასწარი მზადებაა საჭირო – პესკოვი

დიმიტრი პესკოვი და ვლადიმირ პუტინი

კრემლის განცხადებით, რუსეთის პრეზიდენტ ვლადიმირ პუტინსა და აშშ-ს პრეზიდენტ დონალდ ტრამპს შორის შეხვედრა აუცილებლად უნდა გაიმართოს, თუმცა წინასწარ მზადებას საჭიროებს, რათა შედეგები გამოიღოს. ინფორმაციას Reuters ავრცელებს

კრემლის პრესსპიკერი დმიტრი პესკოვი ასე ტრამპის კომენტარს გამოეხმაურა. აშშ-ს პრეზიდენტმა ცოტა ხნის წინ აბუ-დაბიში რეპორტიორებთან საუბრისას თქვა, რომ ის პუტინს შეხვდებოდა "როგორც კი ამისთვის მზად იქნებოდნენ". 

"ასეთი შეხვედრა ნამდვილად აუცილებელია. აუცილებელია, როგორც, პირველ რიგში, რუსეთ-ამერიკის ორმხრივი ურთიერთობების თვალსაზრისით, ისე საერთაშორისო პროცესებსა და რეგიონულ პრობლემებზე, მათ შორის, რა თქმა უნდა, უკრაინაში მიმდინარე კრიზისის შესახებ უმაღლესი დონის სერიოზული საუბრების მხრივ". - თქვა პესკოვმა. 

დღეს, 16 მაისს სტამბოლში რუსულ და უკრაინულ დელეგაციებს შორის შეხვედრა გაიმართა. ეს 2022 წლის შემდეგ კონფლიქტის მხარეებს შორის პირდაპირი სამშვიდობო მოლაპარაკებების პირველ რაუნდს წარმოადგენს. 

სტამბოლში გამართული მოლაპარაკებების შესახებ პესკოვმა თქვა, რომ შეხვედრის მიმდინარეობისას  რუსეთის დელეგაცია მუდმივ კონტაქტზე იმყოფებოდა პუტინთან და სიახლეებს მყისიერ აწვდიდა. 

კომენტარები