ივანიშვილის რეჟიმი

კობახიძე პოლოლიკაშვილზე: პასუხს უნდა იმსახურებდე, რომ შემდეგ ამაზე პრეტენზია გამოთქვა

ისეთი აღქმა აქვს ვიღაც-ვიღაცებს, რომ ჩვენი ხელისუფლების კეთილშობილი დამოკიდებულებიდან გამომდინარე, იმსახურებს უდიერ დამოკიდებულებას.

ვიღაცებს აქვთ ამის აღქმა, რომ შეიძლება თავში ჩაარტყან ხელისუფლებას და იქიდან რეაქციაც არ უნდა მიიღონ.

ჩვენ, რა თქმა უნდა, თავში ჩარტყმას, თავში ჩარტყმით არ ვუპასუხებთ, მაგრამ ასეთ ქმედებებზე ყველა მიიღბებს შესაბამის პასუხს.

სწორედ ამას ეფუძნებოდა ის გადაწყვეტილება, რომელიც იქნა მიღებული - არაფერ კავშირში არ არის, ეს გადაწყვეტილება არაბთა გაერთიანებული საემიროების წარმომადგენლის მხარდაჭერასთან, თუ რომელიმე სხვა კანდიდატის მხარდაჭერასთან.

ჯერ იქნა მიღებული გადაწყვეტილება კანდიდატურის მოხსნის თაობაზე და შემდეგ მივიღეთ გადაწყვეტილება კონკრეტული კანდიდატის მხარდაჭერის შესახებ.

არავითარი კავშირი არ არის ამ ორ მოვლენას შორის. 

უარყოფილი იყო უდიერი მიდგომა, თავში ჩარტყმის მცდელობა.

საბოლოოდ გამოქვეყნდა მესიჯი, რომ უალტერნატივო იყო კანდიდატის გამოწვევის გადაწყვეტილება.

ეს კაცი წლის ბოლომდე არის ამ ორგანიზაციის [გაეროს] ხელმძღვანელი - როცა ასეთი კაცი, ჯერ კიდევ თანამდებობაზე მყოფი ასეთი ლექსიკით საუბრობს საკუთარი წარმდგენი ქვეყნის ხელისუფლების თაობაზე, ეს არის უტყუარი ნიშანი იმის, რომ ჩვენ აუცილებლად უალტერნატივო…

[…] პასუხს უნდა იმსახურებდე იმისათვის,რომ შემდეგ ამაზე პრეტენზია გამოთქვა.

როცა ვიღაც ცდილობს, რომ საქართველოს ხელისუფლებას თავში ჩაარტყას, მერე პრეტენზია არ უნდა ჰქონდეს, რომ არ გპასუხობენ, ხო? 

მან სცადა ისეთი რამ, რის გამოც აღარ დაიმსახურა პასუხი და დაიმსახურა მისი კანდიდატურის გამოწვევა.

ის დაუპირისპირდა სახელმწიფოებრივ ინტერესებს. 

თქვა ივანიშვილის წარმომადეგენელმა, ირაკლი კობახიძემ ზურაბ პოლოლიკაშვილზე.

ცნობისთვის, ქართულმა ოცნებამ გაეროს მსოფლიო ტურიზმის ორგანიზაციის გენერალური მდივნის თანამდებობაზე ზურაბ პოლოლიკაშვილის კანდიდატურა მოხსნა - ივანიშვილის მთავრობის ადმინისტრაციის ცნობით, ამ თანამდებობაზე საქართველო მხარს არაბთა გაერთიანებული საამიროების მიერ წარდგენილ კანდიდატს დაუჭერს.

კომენტარები