რუსული რეჟიმი

პაპუაშვილი: დემოკრატია გულისხმობს მსჯელობას და არა იძულებით თავს მოხვევას

პირველ რიგში, მსურს, გამოვხატო ჩვენი სრული მხარდაჭერა ჩვენი უკრაინელი მეგობრებისა და ძმებისათვის. საქართველო ყოველთვის გამოხატავს მხარდაჭერას უკრაინის ბრძოლისადმი სუვერენიტეტისა და დამოუკიდებლობისთვის.

დღეს, როდესაც ევროპა სერიოზული გამოწვევების წინაშე დგას, ფედერალიზმისა და ეროვნული სუვერენიტეტის თაობაზე დებატები კონცენტრირებული უნდა იყოს ინტეგრაციის სიკეთეების მაქსიმიზაციაზე, წევრი ქვეყნების ავტონომიისა და ტრადიციების პატივისცემაზე.

ევროპული კავშირის ცენტრალური სტრუქტურების ზედმეტმა გაძლიერებამ შესაძლოა, ხელი შეუშალოს ისეთი გადაწყვეტილებების მიღებას, რომლებიც საუკეთესოდ გამოხატავს თითოეული ქვეყნის უნიკალურ პოლიტიკურ, კულტურულ ასპექტებს.

საქართველო ერთგულია ევროკავშირში გაწევრიანების გზის. მე წარმოვადგენ ხელისუფლებას, რომელმაც ყველაზე მეტი გააკეთა ვროკავშირში გაწევრიანების პროცესში საქართველოს წინსვლისთვის. 

პარლამენტის გადმოსახედიდან, ჩვენ ევროპული ინსტიტუტების მხრიდან გაუგებარი მოპყრობის მოწმეები გავხდით. სამწუხაროდ, ევროკავშირის ზოგიერთი სტრუქტურის მხრიდან ვხედავთ დირექტივებით საუბრის ენას, ცდილობენ დაუწესონ ვალდებულებები უფლებების მინიჭების გარეშე. ვალდებულებების ქონა ხმის უფლების გარეშე, განსაკუთრებით კი ევროკავშირის იმ ინსტიტუტებში, სადაც საქართველო ჯერ-ჯერობით არ არის წარმოდგენილი, არ შეესაბამება დემოკრატიული პლურალიზმის პრინციპს, რომელზეც დგას ევროკავშირი. ევროკავშირის ცენტრალიზებული სტრუქტურა ზოგჯერ ისეთ პირობებს აწესებს, რომელზეც თავად ევროკავშირი ვერ თანხმდება. ამ პრაქტიკის ერთ-ერთი მაგალითია საქართველოსადმი მოთხოვნა, შეექმნა მოსამართლეების კეთილსინდისიერების შემოწმების ექსტრაორდინალური სისტემა, რომელიც ვეტინგის სახელითაა ცნობილი. ეს სისტემა დანერგვის შემთხვევაში შეეწინააღმდეგებოდა დემოკრატიის მთავარ პრინციპს, რომლის მიხედვითაც, ძალაუფლება ხალხისგან მომდინარეობს. გამოდიოდა, რომ ხელისუფლების მთლიანი შტო დაკომპლექტდებოდა უცხოური აქტორების მიერ, ეროვნული სუვერენიტეტის არსს ეწინააღდმეგება. ეჭვი მეპარება, რომ ევროკავშირის რომელიმე წევრი სახელმწიფო თავის სუვერენიტეტში ასეთ ჩარევას დაუშვებდა. 

დემოკრატია გულისხმობს მსჯელობას და არა იძულებით თავს მოხვევას. კონსესუსი უზრუნველყოფს გადაწყვეტილებების კოლექტიურად მიღებას ყველა წევრი სახელმწიფოსა და პარტნიორის ინტერესებისა და გამოწვევების პატივისცემის საფუძველზე. ეს ასევე ნიშნავს ევროპას, სადაც გადაწყვეტილებები მიიღება არამხოლოდ ცენტრალიზებულ ორგანოებში, არამედ უფრო და უფრო ახლოს ხალხთან. ამ მხრივ კარგი იქნებოდა, უფრო კრიტიკული თვალით შეგვეხედა მიმდინარე დისკუსიისთვის, რომელიც მიზნად ისახავს კონსესუსზე დაფუძნებული გადაწყვეტილების მირების პრინციპის შეცვლას - უმრავლესობით გადაწყვეტილების მიღების პრინციპით.

ერი სახელმწიფოების საზოგადოებაში პატარა ქვეყნების ხმა ისე უნდა ისმოდეს, როგორც სხვა დანარჩენის, რადგან სიმართლე მხოლოდ რაოდენობით არ იზომება.

თქვა ივანიშვილის წარმომადგენელმა პარლამენტში, შალვა პაპუაშვილმა უნგრეთში ვიზიტისას სიტყვით გამოსვლის დროს. სინქრონული თარგმანი.

კომენტარები