აშშ-ირანის მოლაპარაკებები

ომანში აშშ-ირანის ბირთვული მოლაპარაკებების მორიგი რაუნდი შედგა, მხარეები ისევ შეხვდებიან

ირანის ლიდერის აიათოლა ალი ხამენეის სურათის წინ გამართულ სამხედრო გამოფენაზე რაკეტა Shahab-3-ია წარდგენილი, თეირანი, 2008
AP/Hasan Sarbakhshian

კვირას, 11 მაისს, ომანში აშშ-სა და ირანის მხარეებს შორის თეირანის ბირთვული პროგრამის შესახებ მოლაპარაკებების მორიგი რაუნდი დასრულდა და მაღალჩინოსნებმა თქვეს, რომ სამომავლოდ მოლაპარაკებების გამართვა კვლავ იგეგმება.

ირანის საგარეო საქმეთა სამინისტროს წარმომადგენლის თქმით, "არაპირდაპირი მოლაპარაკებების" ბოლო რაუნდი "რთული, მაგრამ სასარგებლო იყო, რათა მხარეებმა ერთმანეთის პოზიცია უკეთ გაიგონ".

X-ზე გავრცელებულ განცხადებაში მან დაამატა, რომ შემდეგი რაუნდის თარიღსა და ადგილმდებარეობას ომანი გამოაცხადებს.

თავის მხრივ, პრეზიდენტ დონალდ ტრამპის ადმინისტრაციის უფროსმა მაღალჩინოსანმა თქვა, რომ კვირას გამართული "პირდაპირი და არაპირდაპირი" დისკუსია სამ საათზე მეტხანს გაგრძელდა.

"ჩვენთვის იმედის მომცემია დღევანდელი შედეგი და ველოდებით ჩვენს მომდევნო შეხვედრას, რომელიც ახლო მომავალში გაიმართება". - აღნიშნა მან.

მანამდე, 8 მაისს, ახლო აღმოსავლეთში ტრამპის სპეციალურმა წარმომადგენელმა სტივ უიტკოფმა Breitbart News-თან თქვა, რომ ვაშინგტონის წითელი ხაზია: "არ გამდიდრება. ეს ნიშნავს დემონტაჟს, არ შეიარაღებას".

"თუკი [მოლაპარაკებები] პროდუქტიული არ იქნება კვირას, მაშინ აღარ გავაგრძელებთ და განსხვავებული გზის არჩევა მოგვიწევს". - დაამატა მან.

კომენტარები