ივანიშვილის რეჟიმი

ბითაძე: აშშ-საქართველოს პარტნიორობას, ფურცელზე დაწერილი განცხადების გარდა არაფერი მოუტანია

როდესაც ჩვენ საქართველო აშშ-ის ურთიერთობაზე ვსაუბრობთ და სტრატეგიული პარტნიორობის გაწყვეტაზე, ჩვენ ძალიან კარგად უნდა გავიხსენოთ, თუ რა მოუტანა ამ სტრატეგიულმა პარტნიორობამ საქართველოს - რეალურად, ფურცელზე დაწერილი განცხადების გარდა არაფერი მოუტანია.

მიუხედავად იმისა, რომ ჩვენი ხელისუფლება მუდმივად ითხოვდა, რომ გაძლიერებულიყო მოლაპარაკებები თავისუფალი ვაჭრობის, ფენების აღდგენის, უვიზო მიმოსვლის თაობაზე, მაგრამ ეს ჩვენ ვერ ვიხილეთ რეალობაში.

ასევე, უნდა გვახსოვდეს ის, რომ ეს სტრატეგიული პარტნიორობა შეწყდა ბაიდენის ადმინისტრაციის დროს და ახლა ჩვენ ვიხილეთ ვიცე-პრემიერის ძალიან წარმატებული ვიზიტი აშშ-ში.

მათ შორის, სხვადასხვა ფორმატების შეხვედრები იქნა გამართული და როცა ჩვენ ეკონომიკაზე ვსაუბრობთ, ეკონომიკა პოლიტიკისგან არაფრით არის გამიჯნული - თუ მაგალითად, კარგად დავაკვირდებით ტრამპის ადმინისტრაციის მოქმედებას უკრაინასთან მიმართებით, ამ ცხელი ომის პირობებში ეკონომიკური ურთიერთობები არის წინა პლანზე წამოწეული და ვიცით მინერალების ხელშეკრულებას რამხელა გამოხმაურება მოჰყვა

თქვა ივანიშვილის წარმომადგენელმა, მაია ბითაძემ საზოგადოებრივი მაუწყებლის ეთერში.

კომენტარები