ჯერ ერთი, ჩემი ფეხი არის მყარი - მინდა, რომ დაწყნარდეს - და ჩვენი ფეხი არის მყარი, ვიცით საითაც მივდივართ და ზუსტად ვიცით ჩვენი ორიენტაცია და არ ვკარგავთ.
ვიქნებით ძალიან ბევრი 26 მაისს და ეს მგონი სათქმელიც არ არის და მოწოდებაც არ სჭირდებათ ხალხს, რომ ყველანი უნდა გამოვიდეთ იმიტომ, რომ დამოუკიდებლობის დღე არის ის დღე, როცა ჩვენ უნდა გადავარჩინოთ დამოუკიდებლობა - უნდა ვუთხრათ მთელ მსოფლიოს, რომ ჩვენ იქ ვდგავართ, სადაც ვიდექით პირველი ექვსი თვის წინ, ერთი, ორი წლის წინ და პრაქტიკულად, 30 წელია ვდგავართ ყოველჯერ, როცა საფრთხე ემუქრება საქართველოს დამოუკიდებლობას თუ საქართველოს ევროპულობას.
ვიქნებით ბევრი, დავანახებთ ჩვენს თავს ყველას და დავუბრუნდებით ჩვენს გზას, ამაში ვარ დარწმუნებული.