რიყის დოქები

არასტაბილური საინვესტიციო კლიმატის გამო "რიყის დოქები" ვერ განხორციელდება – ხიდაშელი

ბიზნესმენის და ე.წ. კარტოგრაფების საქმის მოწმის, დავით ხიდაშელის განცხადებით,  "სხვადასხვა მიზეზის, მათ შორის, არასტაბილური საინვესტიციო კლიმატის გამო" "რიყის დოქებში" დაგეგმილი პროექტის განხორციელება ვერ მოხერხდა.

"სამწუხაროდ, სხვადასხვა მიზეზის გამო, მათ შორის ჩვენი პირადი ინვესტიციების გარდა ვერ მოხერხდა სხვა ინვესტიციების მოზიდვა, არასტაბილური საინვესტიციო კლიმატის გამო. ამას ყველა კარგად ხედავს, ამიტომ, ეს წამოწყებაც არ განხორციელდა ბოლომდე და დღეს უკვე რიყის დოქებიც გასხვისებულია. ჩემი და ჩემი ოჯახის წევრების საინვესტიციო აქტიურობა საქართველოში მინიმუმამდე შემცირდა, მაგრამ ეს საერთოდ არ ნიშნავს, რომ ჩვენ ნაკლებად გვიყვარს სამშობლო. რა თქმა უნდა მომავალშიც შევეცდებით შეძლებისდაგვარად ბევრი სასარგებლო პროექტი განვახორციელოთ". - წერს ხიდაშელი.

ცნობისთვის, 2022 წელს ე.წ. რიყის დოქების მფლობელი კარტოგრაფების საქმის ოქროს მოწმის, დავით ხიდაშელის ოჯახი გახდა.

ე.წ რიყის დოქები მეშვიდე მცდელობაზე, 10 020 000 ლარად გაიყიდა. აუქციონზე საწყისი ფასი 10 მილიონი ლარი იყო. რიყის ტერიტორიაზე არსებული 14 591.00 კვ.მ. არასასოფლო-სამეურნეო მიწის ნაკვეთის და მასზე განთავსებული შენობა-ნაგებობის მფლობელი Global Victory Trust გახდა. კომპანია 2016 8 ივლისს ლუქსემბურგშია რეგისტრირებული.

კომენტარები