რიყის დოქები

რიყის დოქები 65 მილიონით იაფად, მეხუთედაც ვერ გაიყიდა

"რიყის დოქები"

საქართველოს მთავრობამ ე.წ. "რიყის დოქების" გაყიდვა მეხუთედაც სცადა, თუმცა ობიექტი საწყის ღირებულებაზე 65 მილიონით იაფადაც ვერ გაიყიდა.

მთავრობა ნაგებობის გაყიდვას აქამდე ხუთჯერ უშედეგოდ შეეცადა. პირველ აუქციონზე საწყისი ფასი 95 მილიონი ლარი იყო, მომდევნო ორზე კი ის 71 მილიონამდე შემცირდა, მეოთხე აუქციონში ობიექტის საწყისი ფასი 47.5 მილიონი ლარი იყო, მეხუთედ ობიექტის გაყიდვა 30 მილიონად სცადეს, თუმცა მისი შეძენით არცერთი ინვესტორი არ დაინტერესებულა. 

აუქციონის პირობების თანახმად, ინვესტორი ვალდებული იქნება 3 წლის ვადაში მინიმუმ 20 მილიონი ლარის ინვესტიცია განახორციელოს და მუზეუმი, საგამოფენო ან საკონფერენციო სივრცეები შექმნას. 

სამხარაულის ექსპერტიზის ცენტრის მიერ კომპლექსი 95 მილიონ ლარადაა შეფასებული.
თბილისის ცენტრში მდებარე ნაგებობის მშენებლობის პროცესი 2013 წელს დასრულდა და ის დღემდე უფუნქციოდაა, მისი მშენებლობაზე 75 მილიონი ლარი დაიხარჯა.

კომენტარები