მე დარწმუნებული ვარ, რომ ვერავინ წარმოიდგენდა იმას, რა მდგომარეობაშიც აღმოვჩნდით. მანამდეც ვთქვი და კაცები ვართ, ყველაფერს გავუძლებთ, უბრალოდ, რაღაც სამართლებრივი საფუძველი უნდა არსებობდეს, მთლად ესეც ცოტა სასაცილოა...
იმ პერიოდში [დაკავებამდე] 4ჯერ ან 5ჯერ ტელევიზიებთან მქონდა ინტერვიუები, ყველგან ხაზს ვუსვამდი, რომ ეს ის პროტესტია, როცა ჩვენი წინააღმდეგობა უნდა გამოვხატოთ მშვიდობიანად. 5 დეკემბერს, როცა სახლში შემოვიდნენ [დასაკავებლად] მაშინაც ინტერვიუ მქონდა ერთ-ერთ ტელევიზიასთან, სადაც მკაფიოდ გავუსვი ხაზი, რომ პროტესტი უნდა იყოს მშვიდობიანი.
[...] პროკურატურის ბრალდებაზე რა უნდა ვთქვა არ ვიცი, გაუგებარია ერთი მხრივ, მეორე მხრივ სასაცილოა და მესამე მხრივ, დეილ კუპერი რომ მოიყვანონ "ტვინ ფიქსიდან" და ქვეცნობიერის გამოძიება რომ დაიწყოს, მაინც ვერ იპოვის იმას, რასაც გვედავებიან. ამიტომ, კიდევ ერთხელ დიდი მადლობა თქვენ [მოსამართლეს] წინა გადაწყვეტილებებისთვის და ეს იყო სულ.





