ივანიშვილის პარლამენტის ცნობით, დღეს, 27 აპრილს ნიკოლოზ სამხარაძემ და კომიტეტის დელეგაციის წევრებმა იესო ქრისტეს ნათლობის ადგილზე იორდანიის ხელისუფლების მიერ საქართველოსთვის გადაცემული მიწის ნაკვეთი მოინახულეს, სადაც ქართული კულტურული ცენტრის მშენებლობაა დაგეგმილი.
სამხარაძის მტკიცებით, ვიზიტის ფარგლებში, მათ შეხვედრები ჰქონდათ იორდანიის ხელისუფლების წარმომადგენლებთან.
ივანიშვილის დეპუტატებმა ასევე შიხანის მონასტრის ტერიტორია მოინახულეს, სადაც მე-11 საუკუნის ქართული მონასტრის არქეოლოგიური გათხრები მიმდინარეობს.
ივანიშვილის პარლამენტის ინფორმაციით, დელეგაციის შემადგენლობაში იყვნენ: იორდანიასთან საპარლამენტო მეგობრობის ჯგუფის ხელმძღვანელი დავით მათიკაშვილი, რეგიონული პოლიტიკისა და თვითმმართველობის კომიტეტის თავმჯდომარე ირაკლი ქადაგიშვილი და ევროპასთან ინტეგრაციის კომიტეტის თავმჯდომარე ლევან მახაშვილი.