რუსეთ-უკრაინის 2022-25 წლის ომი

ხერსონში და დონეცკში რუსეთის იერიშს კიდევ 5 ადამიანის სიცოცხლე ემსხვერპლა

ღვთისმშობლის ხატის ყოველთა მწუხარეთა სიხარულის ეკლესია, ბოჰოროდიჩნე, დონეცკის რეგიონი
  Volodymyr Kutsenko/SOPA Images

რუსეთის საჰაერო იერიშების შედეგად დონეცკის ოლქში 4, ხოლო ხერსონის ოლქში 1 ადამიანი დაიღუპა. 

გარდა ამისა, დონეცკის ოლქში ბოლო 24 საათის განმავლობაში 17 ადამიანი დაიჭრა, მათ შორის მხოლოდ კონსტანტინოვკაში შვიდი.

ინფორმაციას ამასთან დაკავშირებით ხერსონისა და დონეცკის საოლქო სამხედრო ადმინისტრაციები ავრცელებენ.

კიდევ სამი ადამიანი დაიჭრა ნოვოეკონომიჩნეშში, ნიკანორივკაში ზარასა და სევერსკში.

"რუსმა სამხედროებმა ცეცხლი გაუხსნეს ოლქის დასახლებების საცხოვრებელ კვარტლებს, რის შედეგადაც დაზიანდა 6 კერძო სახლი. აგრეთვე, ოკუპანტებმა დააზიანეს სამეურნეო ნაგებობა და კერძო ავტომობილები," - წერს ხერსონის საოლქო სამხედრო ადმინისტრაცია.

კომენტარები