ზურაბ წერეთელი

ზურაბ წერეთელი დიდუბის პანთეონში დაკრძალეს

Befunky

მოქანდაკე, მხატვარი და არქიტექტორი, ზურაბ წერეთელი დიდუბის პანთეონში დაკრძალეს.

ამის შესახებ ცნობას საინფორმაციო სააგენტო, IPN ავრცელებს

მანამდე, ასევე ინტერპრესნიუსნის ცნობით, დიდუბის ღვთისმშობლის ტაძარში პანაშვიდი გაიმართა. 

პანაშვიდზე წერეთელის ოჯახს სამძიმარი რიგმა პოლიტიკოსებმა, მათ შორის, ივანიშვილის წარმომადგენლებმა, ირაკლი კობახიძემ, შალვა პაპუაშვილმა და კახა კალაძემ გამოუცხადეს. გარდა ამისა, პანაშვიდს საპატრიარქო ტახტის მესაყდრე შიო მუჯირიც დაესწრო.

ზურაბ წერეთელი 91 წლის ასაკში 22 აპრილს გარდაიცვალა. ის მოსკოვიდან თბილისში 23 აპრილს ჩამოასვენეს. 

მხატვრის თანაშემწემ, სერგეი შაგულაშვილმა რუსულ მედიებთან საუბრისას თქვა, რომ წერეთელი 22 აპრილის ღამის ორის ნახევარზე გულის შეტევის შედეგად გარდაიცვალა.

ზურაბ წერეთელი 1934 წლის 4 იანვარს თბილისში დაიბადა, 1958 წელს მან თბილისის სახელმწიფო სამხატვრო აკადემია დაამთავრა, 1997 წლიდან გარდაცვალებამდე კი რუსეთის ხელოვნებათა აკადემიის პრეზიდენტის თანამდებობა ეკავა.

წერეთელს მრავალი ცნობილი ქანდაკება ეკუთვნის, მათ შორის, 2006 წლის 23 ნოემბერს თბილისში თავისუფლების მოედანზე აღმართული წმინდა გიორგის ქანდაკება, იგივე თავისუფლების მონუმენტი, საქართველოს მატიანე, ადამიანი და მზე და სხვები. 

ხელოვანის ქანდაკებები უცხოეთშიც არის აღმართული, მათ შორის, ნიუ იორკსა და მოსკოვში. 

კომენტარები