ზურაბ წერეთელი

მიმინოს ძეგლი

დღეს მეტროსადგურ ავლაბართან ცნობილი საბჭოთა ფილმის "მიმინოს" პერსონაჟების ძეგლი დაიდგა.  ესაა ბრინჯაოსგან ჩამოსხმული ზურაბ წერეთლის  ნამუშევარი . ”მიმინოს” გმირების ქანდაკების  გახსნის ცერემონიალში მონაწილეობის მისაღებად მოსკოვიდან თბილისში ჩამოვიდა  თავად ზურაბ წერეთელი. ძეგლის გახსნას  მასთან ერთად დაესწრო მსახიობი ბუბა კიკაბიძე, ფილმის თავყვანისმცემლები, საქართველოს პირველი ლედი.  თუმცა, ძეგლის გახსნაზე მივიდნენ  ისინიც,    რომლებსაც ზურაბ წერეთლის ნამუშევრები არ მოსწონთ  და არ მოსწონთ  ”მიმინოს”  გმირების ქანდაკებაც.  მოქალაქეთა მცირე  ჯგუფმა  გააპროტესტა  ავლაბარში ამ კომპოზიციის დადგმა . ხელოვნებათმცოდნე თეო ხატიაშვილს ეჭირა პლატაკი ”STOP ზურა ” . მისი თქმით,  ძეგლი განაგრძობს  საბჭოთა იდეოლოგიის ქადაგებას, რომლის თანახმად ქართველი და სომეხი ერი არასერიოზულია და არ შეუძლია ”დიდ ავიაციაში” ფრენა.  

 

კომენტარები