ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახური

ირაკლი [დაჩი] ბერაიას 2 ახალი მოადგილე ჰყავს

ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურის ცნობით, სამსახურის უფროსს, ირაკლი [დაჩი] ბერაიას 2 ახალი მოადგილე ჰყავს. ბერაიას მოადგილეებად იოსებ ვარძელაშვილი და გიორგი გელაშვილი დაინიშნენ. 

იოსებ ვარძელაშვილი აქამდე იუსტიციის სამინისტროს გენერალური ინსპექციის უფროსი იყო. გიორგი გელაშვილი კი სპორტის სამინისტროში მუშაობდა. 

"იოსებ ვარძელაშვილს, ამ პოზიციაზე დანიშვნამდე, საქართველოს იუსტიციის სამინისტროს გენერალური ინსპექციის უფროსის თანამდებობა ეკავა. იგი საქმიანობდა საქართველოს იუსტიციის სამინისტროს სისტემაში შემავალ სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულებებსა და იუსტიციის უმაღლესი საბჭოს ხელმძღვანელ პოზიციებზე. იოსებ ვარძელაშვილი არის სამართლის დოქტორი, პროფესორი და საგანმანათლებლო საქმიანობას ეწევა საქართველოს სხვადასხვა უნივერსიტეტში.

გიორგი გელაშვილი, საქართველოს ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურის უფროსის მოადგილედ დანიშვნამდე, მუშაობდა საქართველოს სპორტის სამინისტროში. მას წლების განმავლობაში ეკავა ხელმძღვანელი პოზიციები, როგორც სამართალდამცავ უწყებებში, ასევე კერძო სექტორში. იგი მრავალი წლის მანძილზე ეწეოდა საადვოკატო საქმიანობას". - ნათქვამია უწყების განცხადებაში. 

ირაკლი ბერაია ფინანსთა სამინსიტროს საგამოძიებო სამსახურის უფროსად 3 აპრილს დაინიშნა

2 აპრილს სამთავრობო პროპაგანდისტულმა მედია იმედმა გაავრცელა ინფორმაცია, რომ ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურის უფროსმა, სოსო რამიშვილმა თანამდებობა დატოვა.

კომენტარები