რუსეთ-უკრაინის 2022-25 წლის ომი

ტრამპის სპეციალური წარმომადგენელი მოსკოვშია და უკრაინის საკითხზე პუტინს შეხვდება

სტივ უიტკოფი

აშშ-ს პრეზიდენტის, დონალდ ტრამპის სპეციალური წარმომადგენელი სტივ უიტკოფი 25 აპრილს მოსკოვში ჩავიდა. იგი რუსეთის პრეზიდენტ ვლადიმირ პუტინს შეხვდება. ინფორმაციას Reuters ერთ-ერთ რუსულ საინფორმაციო სააგენტოზე დაყრდნობით ავრცელებს

უიტკოფის ვიზიტს წინ უძღვის ტრამპის კრიტიკა რუსეთის მიმართ 24 აპრილს კიევზე მომაკვდინებელი თავდასხმის გამო. 

რუსეთმა გუშინ უკრაინის დედაქალაქზე დრონებითა და რაკეტებით მასიური იერიში მიიტანა, რასაც, სულ მცირე, 12 ადამიანი ემსხვერპლა, მათ შორის, ბავშვები. 

ტრამპი აღნიშნულს Truth Social-ზე გამოქვეყნებულ პოსტში გამოეხმაურა. 

"მე არ ვარ კმაყოფილი რუსეთის დარტყმებით კიევზე. არასაჭიროა და ამისთვის ძალიან ცუდი დროა. ვლადიმირ, გაჩერდი! კვირაში 5 000 ჯარისკაცი კვდება. მოდით, დავასრულოთ სამშვიდობო შეთანხმება!" - წერდა ტრამპი. 

თუმცა ტრამპმა 24 აპრილს, რეპორტიორებთან საუბრისას ასევე აღნიშნა, რომ სამშვიდობო მოლაპარაკებებში მნიშვნელოვანი პროგრესია. 

"უახლოესი რამდენიმე დღე ძალიან მნიშვნელოვანი იქნება. ამჟამად შეხვედრები იმართება. ვფიქრობ, შეთანხმებას მივაღწევთ [...] მგონია, რომ ამას ვუახლოვდებით". - თქვა ტრამპმა. 

კომენტარები