სამხრეთ კორეა

სამხრეთ კორეის ყოფილ პრეზიდენტს, მუნ ჯე ინს პროკურატურამ ქრთამის აღებაზე ბრალი წაუყენა

Time Magazine

სამხრეთ კორეის ყოფილ პრეზიდენტს, მუნ ჯე ინს პროკურატურამ ქრთამის მიცემაზე ბრალი წაუყენა

პროკურატურის მიხედვით, მუნი პრეზიდენტის თანამდებობაზე ყოფნის დროს ყოფილ სიძეს დაეხმარა, გამოცდილების გარეშე დაეწყო მუშაობა ერთ-ერთ ავიაკომპანიაში, სანაცვლოდ, ავიაკომპანიის CEO, პარლამენტის ყოფილი წევრი და ბიზნესმენი, ი სანგ ჯიკი სახელმწიფოს მიერ დაფინანსებული სააგენტოს ხელმძღვანელი გახდა. 

2018-2020 წლებში, მუნის სიძემ ხელფასის სახით 217 მილიონი კორეული ვონი ($150 000) აიღო, რაც პროკურატურის მტკიცებით, პრეზიდენტ მუნისთვის განკუთვნილ ქრთამს წარმოადგენს. 

2022 წელს ი სანგ ჯიკს სასამართლომ კომპანიის თანხის გაფლანგვისთვის 6 წლით პატიმრობა მიუსაჯა. 

მუნ ჯე ინი სამხრეთ კორეის პრეზიდენტი 2017-2022 წლებში იყო. ის სამხრეთ კორეის მესამე პრეზიდენტია, რომელიც ჩრდილოეთ კორეაში ვიზიტით იმყოფებოდა. მის მმართველობასთან არის დაკავშირებული ჩრდილოეთ კორეასთან ურთიერთობის გამოსწორების არაერთი მცდელობა, მათ შორის, 2018-2019 წლებში აშშ-ს პრეზიდენტ დონალდ ტრამპსა და ჩრდილოეთ კორეის პრეზიდენტ კიმ ჩენ ინს შორის მოლაპარაკებები ბირთვულ განიარაღებაზე. 

მუნი სამხრეთ კორეის ისტორიაში მე-9 პრეზიდენტია, რომლის წინააღმდეგაც გამოძიება დაიწყო. 4 ყოფილი პრეზიდენტი სასამართლომ დამნაშავედ სცნო, ხოლო სამხრეთ კორეის ბოლო არჩეული პრეზიდენტის, იუნ სოკ იოლის წინააღმდეგ სასამართლო პროცესები ამ დროისთვის მიმდინარეობს. 

კომენტარები