კიევის მერის ყოფილ მოადგილეს, ვლადიმირ პროკოპივს სასამართლომ 20 ივნისამდე წინასწარი შიდაპატიმრობა მიუსაჯა.
პროკოპივი სავალდებულო სამხედრო სამსახურისთვის თავის არიდების სქემის ორგანიზებაშია ეჭვმიტანილი.
ბრალმდებელი მხარის ინფორმაციით, პროკოპოვის ორგანიზებით შექმნილი იყო ყალბი კომერციული ფირმა, რომელიც წვევამდელებს ბენზინის გადამზიდი მანქანის მძღოლებად აფორმებდა და საზღვარგარეთ აპარებდა.
გამოძიების ცნობით, მხოლოდ 2022 წლის მაის-ივნისში მერის მოადგილის სქემის საშუალებით ქვეყანა 30-მა წვევამდელმა დატოვა.
17 აპრილს, პროკოპივს ბრალდების საბუთები უკრაინის უსაფრთხოების და ეროვნული პოლიციის თანამშრომლებმა საკუთარ სახლში გადასცეს.
2024 წლის ოქტომბერში, მას შემდეგ რაც მერის მოადგილის თაღლითური სქემების შესახებ ინფორმაცია მედიაში გავრცელდა, კლიჩკომ პროკოპივს უფლებამოსილება შეუჩერა. პასუხად მერის მოადგილემ განაცხადა, რომ "არაფერი აქვს დასამალი" და თანამდებობა დატოვა.
პროკოპივი კიევის მერის მოადგილის თანამდებობას 2021 წლიდან იკავებდა.