კიევის მერი, ვიტალი კლიჩკოს მოადგილე, ვლადიმირ პროკოპივი სავალდებულო სამხედრო სამსახურისთვის თავის არიდების სქემის ორგანიზებაშია ეჭვმიტანილი.
შესაბამისი საბუთი კლიჩკოს მოადგილეს უკრაინის უსაფრთხოების და ეროვნული პოლიციის თანამშრომლებმა საკუთარ სახლში გადასცეს.
ბრალმდებელი მხარის ინფორმაციით, პროკოპოვის ორგანიზებით შექმნილი იყო ყალბი კომერციული ფირმა, რომელიც წვევამდელებს ბენზინის გადამზიდი მანქანის მძღოლებად აფორმებდა და საზღვარგარეთ აპარებდა.
გამოძიების ცნობით, მხოლოდ 2022 წლის მაის-ივნისში მერის მოადგილის სქემის საშუალებით ქვეყანა 30-მა წვევამდელმა დატოვა.
2024 წლის ოქტომბერში, მას შემდეგ რაც მერის მოადგილის თაღლითური სქემების შესახებ ინფორმაცია მედიაში გავრცელდა, კლიჩკომ პროკოპივს უფლებამოსილება შეუჩერა. პასუხად მერის მოადგილემ განაცხადა, რომ "არაფერი აქვს დასამალი" და თანამდებობა დატოვა.
პროკოპივი კიევის მერის მოადგილის თანამდებობას 2021 წლიდან იკავებდა.