რუსეთ-უკრაინის 2022-25 წლის ომი

ხერსონზე რუსეთის იერიშს ერთი ადამიანის სიცოცხლე ემსხვერპლა, სულ მცირე 4 კი დაშავდა

Up.ukr

19 აპრილს რუსეთის მიერ უკრაინაზე მიტანილი კომბინირებული თავდასხმის შედეგად ერთი ადამიანი დაიღუპა, სულ მცირე 4 კი დაშავდა,

ინფორმაციას ამასთან დაკავშირებით ხერსონის ოლქის სამხედრო ადმინისტრაცია ავრცელებს.

როგორც წერს ოლქის ადმინისტრაცია, დაღუპული მამაკაცი 1967 წელს იყო დაბადებული. იერიშის შედეგად მან მიიღო სახის მძიმე, სასიკვდილო დაზიანებები, ხოლო დაშავებულმა 4-მა პირმა სხვადასხვა სიმძიმის ჭრილობები.

უკრაინის ძალების ინფორმაციით, რუსეთის ჯარმა ხერსონის ოლქის დასახლებულ პუნქტებში საცხოვრებელ კვარტლებზე მიიტანა იერიში. კერძოდ, დააზიანეს 4 მრავალსართულიანი კორპუსი და 19 კერძო სახლი. რუსებმა ასევე დააზიანეს გაზსადენები, სამეურნეო ნაგებობები, ავტოფარეხი და კერძო ავტომობილები.

რუსეთის პრეზიდენტის, ვლადიმირ პუტინის ბრძანების ფონზე, გამოცხადებულიყო დროებითი "სააღდგომო" ცეცხლის შეწყვეტა უკრაინაში, ხერსონის ოლქის გუბერნატორი ოლექსანდრ პროკუდინი ოფიციალურ ტელეგრამ-არხზე გამოქვეყნებულ პოსტში ცოტა ხნის წინ სოციალურ მედიაში გავრცელებულ ინფორმაციას ადასტურებს, რომ რუსები ხერსონს უპილოტო საფრენი აპარატებით დაესხნენ თავს. 

პუტინმა, რომელმაც წითელ პარასკევს ხალხი დახოცა, დღეს, 19 აპრილს, უკრაინაში ცეცხლის დროებით შეწყვეტა გამოაცხადა 19 აპრილის 18:00 საათიდან 21 აპრილის 00:00 საათამდე. 

თუმცა, როგორც ხერსონის გუბერნატორი ტელეგრამზე წერს, რუსებმა ოლქზე დრონებით შეტევა სწორედ 18:00 საათისკენ დაიწყეს. ოკუპანტების იერიშის შედეგად, პროკუდინის ცნობით, ქალაქ ხერსონის დნეპრის უბანში მდებარე საცხოვრებელი კორპუსის 7 ბინაში ცეცხლი გაჩნდა. დრონი აფეთქდა სოფელ უროჟანიეს ერთ ავტომობილშიც. რუსებმა დრონებით იერიში მიიტანეს ქალაქ სტანისლავზეც. 

კრემლის განცხადებით, ცეცხლის შეწყვეტა მოსკოვის დროით შაბათის, 19 აპრილის 18:00 საათზე დაიწყება და ორშაბათის, 21 აპრილის 00:00 საათამდე გაგრძელდება. 

"ჰუმანიტარული საკითხების გათვალისწინებით, დღეს, 18:00 საათიდან ორშაბათის 00:00 საათამდე, რუსული მხარე სააღდგომო ცეცხლის შეწყვეტას აცხადებს. მე ამ პერიოდში ვბრძანებ ყოველი სამხედრო მოქმედების შეწყვეტას". - განაცხადა რუსეთის პრეზიდენტმა რუსეთის გენშტაბის მეთაურთან, ვალერი გერასიმოვთან შეხვედრისას. 

პუტინმა ასევე აღნიშნა, რომ მიუხედავად ცეცხლის დროებით შეწყვეტისა, რუსული ჯარები მზად უნდა იყვნენ, რათა "მტრის ნებისმიერ პროვოკაციულ აქტს", ასეთის არსებობის შემთხვევაში, "წინააღმდეგობა გაუწიონ". 

 

კომენტარები