თბილისისა და რეგიონების ნაწილს ელექტროენერგია ავარიული გათიშვის გამო არ მიეწოდება, რის შედეგადაც მეტროს პირველი ხაზი დროებით გაჩერებულია.
ტაბულა მეტროს პირველი ხაზის გაჩერებაზე ინფორმაციისთვის თბილისის სატრანსპორტო კომპანიას დაუკავშირდა.
"ელექტროენერგიის ავარიულად გათიშვის გამო, თბილისის მეტროს პირველი ხაზი დროებით ვერ ემსახურება მგზავრებს. ელექტროენერგიის მოწოდების აღდგენისთანავე მეტრო გააგრძელებს მუშაობას ჩვეულ რეჟიმში". - წერია თბილისის სატრანსპორტო კომპანიის განცხადებაში.
თელმიკოში ტაბულას ელექტროენერგიის გათიშვის შესახებ ეუბნებიან, რომ სიტუაციაში ახლა ერკვევიან და გათიშვის მასშტაბზე ინფორმაცია არ აქვთ.