რუსული რეჟიმი

პოლონეთმა საქართველოს სამართალდამცავი უწყებების 8 მაღალჩინოსანს ქვეყანაში შესვლა აუკრძალა

პოლონეთმა საქართველოს სამართალდამცავი უწყებების 8 წარმომადგენელს ქვეყანაში შესვლა აუკრძალა. განცხადებას საქართველოში პოლონეთის საელჩო აქვეყნებს

როგორც განცხადებაშია აღნიშნული, სანქცირებული 8 მაღალჩინოსანი საქართველოში მიმდინარე საპროტესტო აქციების მონაწილეების წინააღმდეგ განხორციელებულ ძალადობაზე არიან პასუხისმგებელნი. 

"საქართველოში ოპოზიციის წინააღმდეგ მიმართული რეპრესიების ზრდის საპასუხოდ, პოლონეთმა სამართალდამცავი ორგანოების 8 წარმომადგენელს, რომლებიც პასუხისმგებელნი არიან დემონსტრანტების წინააღმდეგ განხორციელებულ ძალადობაში, საკუთარ ტერიტორიაზე შესვლა აუკრძალა. 

პოლონეთი მხარს უჭერს ქართველი საზოგადოების პროევროპულ მისწრაფებებს". - წერია განცხადებაში. 

კომენტარები