ლარის კურსი

ლარი დოლართან და ევროსთან გამყარდა - 17 აპრილის ვაჭრობის შედეგები

ლარი დოლართან 0.2 თეთრით გამყარდა, ხოლო ევროსთან - 0.25 თეთრით. 17 აპრილის ვაჭრობის შედეგად, ერთი დოლარის ოფიციალური გაცვლითი კურსი 2.7503 ლარია, ერთი ევროსი - 3.1249 ლარი. 

კომერციულ ბანკებში 1 დოლარი 2.79 ლარი ღირს, 1 ევრო - 3.19 ლარი. რაც შეეხება სავალუტო ჯიხურებს, 1 დოლარის ფასი 2.75 ლარია, ევროსი 3.14 ლარი.

მას შემდეგ, რაც ივანიშვილის რეჟიმმა ევროკავშირთან მოლაპარაკების გახსნის პროცესი 2028 წლის ბოლომდე შეაჩერა, ეროვნული ვალუტის კურსი მერყეობს.

კომენტარები