გიორგი ჩიკვაიძე

TI ჩიკვაიძეზე: ხელოვნურად შეთითხნილი სისხლისსამართლებრივი ბრალდების საქმეა

გიორგი ჩიკვაიძე

საერთაშორისო გამჭვირვალობა-საქართველოს (TI) განცხადებით, ბიზნესმენ გიორგი ჩიკვაიძის საქმე ხელოვნურად შეთითხნილია და მას პოლიტიკური მოტივი აქვს.

"გიორგი ჩიკვაიძისა და მისი ბიზნესპარტნიორის, ირაკლი პაპიაშვილის სისხლისსამართლებრივი ბრალდების საქმეში აშკარად იკვეთება, ერთი მხრივ, კერძო პირის კორუფციული ინტერესები, მეორე მხრივ კი სახელმწიფოს პოლიტიკური ხელმძღვანელობის ინტერესი, რომ გაუსწორდეს ერთ დროს თავის მომხრე ბიზნესმენს, რომელმაც ივანიშვილი და მისი გარემოცვა გარკვეულ ანტისახელმწიფოებრივ საქმიანობაში ამხილა [...]

ეს ტიპური სამოქალაქო საქმეა, თუმცა, მთავარი კითხვაა, საბოლოო ჯამში, ის აჭარის პროკურატურის ხელში რატომ აღმოჩნდა [...] ეს ხელოვნურად შეთითხნილი სისხლისსამართლებრივი ბრალდების საქმეა". - თქვა TI-ს ადამიანის უფლებათა და მართლმსაჯულების პროგრამის მენეჯერმა, სანდრო ბარამიძემ. 

11 მარტს, სასამართლომ დიდი ოდენობით თანხების მართლსაწინააღმდეგო მითვისების ფაქტზე ბრალდებულ ბიზნესმენ გიორგი ჩიკვაიძისთვის აღკვეთის ღონისძიების სახით შეფარდებული გირაო, პატიმრობით შეცვალა. ჩიკვაიძე სხდომათა დარბაზშივე დააკავეს.

კომენტარები