ნებისმიერი პოლიტიკური პარტია ყოველთვის უნდა ემზადებოდეს ნებისმიერი არჩევნებისთვის, მე ახალს კი არაფერს არ ვამბობ.
ჩვენ ყველანი ერთად ვცდილობთ დღეს, მივაღწიოთ საპარლამენტო არჩევნებს, შესაბამისად, ეს საპარლამენტო არჩევნები ერთად იქნება, მუნიციპალურ არჩევნებამდე იქნება, მუნციპალურ არჩევნებამდე თუ არ იქნება, თქვენ როგორ ფიქრობთ, მუნიციპალური არჩევნების შემდგომ საპარლამენტო ახალი არჩვენების საკითხი დღის წესრიგიდან მოიხსნება? არ მოიხსნება.
შესაბამისად, იმის მაგივრად, რომ ადამიანებს, რომლებსაც თავიანთი პოლიტიკური გადაწყვეტილება თვითონ აქვთ მისაღები და უყურებენ, "აი გახარია პირველი როდის იტყვის, მან მიიღოს პირველი პოლიტიკური ზიანი და მერე ჩვენც მივყვებით უკან", ყველამ თავის საქმეს მიხედოს, რა.
მე ვამბობ ერთ რამეს - ჩვენ ვემზადებით ნებისმიერი შემდეგი არჩევნებისთვის, რადგან შენ თუ ხარ პოლიტიკური პარტია, ყოველთვის მზად უნდა იყო ნებისმიერი არჩევნებისთვის. ჩვენ ასე ვმოქმედებთ.
ჩვენ ახლა ვემზადებით საპარლამენტო და ადგილობრივი არჩევნებისთვის ერთად, ოქტომბერში.
აი, რომ არ დაინიშნება [ერთად], მერე გადავწყვეტთ, მივიღებთ თუ არა მონაწილეობას. რა თქმა უნდა, არ ვამბობ [კატეგორიულად უარს], რა თქმა უნდა, არ ვამბობ, კიდევ ერთხელ ვიმეორებ და გიდასტურებთ, რომ კატეგორიულად უარს არ ვამბობ და ვერავინ ვერ მათქმევინებს, იმიტომ, რომ ეს ჩემი და ჩვენი ამომრჩევლების გადასაწყვეტია და ვერანაირი წნეხი მარჯვნიდან, მარცხნიდან, სახელებს არ დავასახელებ, რომლებიც ზიან ახლა და რაღაცაზე ოცნებობენ, რადგან მე ყოველთვის ვამბობ იმას, რისი გადათქმაც შემდგომ ძალიან იშვიათად ხდება ხოლმე..
მე ახლა დაგიდასტურეთ, რომ ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნებზე, რომელიც თუ ჩატარდა [საპარლამენტოსთან] ერთად, გასაგებია, თუ ჩატარდა ცალ-ცალკე, გადაწყვეტილებას მივიღებთ მაშინ, როცა მივიღებთ და არავის საქმე არ არის... რა თქმა უნდა, ვემზადებით, რა თქმა უნდა, მე გეუბნებით, რომ ჩვენ შეიძლება მივიღოთ, შეიძლება, არ მივიღოთ, მე არ ვარ მზად ამ გადაწყვეტილებისთვის დღეს...
... ყველამ მიხედოს თავის თავს, მე იმას ვამბობ, რასაც ვამბობ ღიად, გულწრფელად და პირდაპირ და ისეთ რაღაცას ვამბობ, რისი გადათქმაც არ მომიწევს, ის პარტიები, რომლებიც აქ თავს იკლავდნენ, არცერთ შემთხვევაში, ბოიკოტს ვუცხადებთ მუნიციპალურ არჩევნებს, მონაწილეობას არ მივიღებთო, ისინი რომ მიიღებენ ამ არჩვევნებში მონაწილეობას, მე და თქვენ აქ ვიჯდებით და...
ყველაზე [მაქვს ეჭვი]... მე გეუბნებით, გიდასტურებთ, რომ ჩვენ მუნიციპალური არჩვევნებისთვის ვემზადებით. რა თქმა უნდა, არის შანსი [რომ გავიდეთ]..





