საფრანგეთში გასული ღამის განმავლობაში რამდენიმე ციხეზე თავდასხმა მოხდა. ინფორმაცია ქვეყნის იუსტიციის მინისტრმა, ჟერალდ დარმანენმა დაადასტურა.
მინისტრის თქმით, საფრანგეთის სხვადასხვა ქალაქებში ცეცხლი გაუხსნეს სასჯელაღსრულების შვიდ დაწესებულებას და ასევე, დაწვეს ავტოსადგომზე მდგომი მანქანები.
ადგილობრივი მედიის ცნობით, თავდასხმები ტულონში, ექს ან პროვანსში, მარსელში, ვალანსში, ნიმში, ვილპენტსა და ნანტერში მოხდა.
ამავდროულად, დარმანენმა X-ზე გამოქვეყნებულ პოსტში პირდაპირ არ დააკონკრეტა თუ ვინ იყო თავდასხმებზე პასუხისმგებელი, თუმცა, აღნიშნა, რომ საფრანგეთის მთავრობას "აქვს პრობლემები ნარკომოვაჭრეებთან" და ხელისუფლება კრიმინალური დაჯგუფებების წინააღმდეგ შესაბამის ზომებს უკვე ატარებს.





