საქართველოს ეროვნული ბანკის მონაცემებით, 2025 წლის მარტში ქვეყანაში შემოსული ფულადი გზავნილების ნაკადების მოცულობამ 291.86 მლნ აშშ დოლარი (811.1 მლნ ლარი) შეადგინა, რაც 3.9%-ით მეტია 2024 წლის მარტის ანალოგიურ მაჩვენებელზე.
გასული ხუთი თვის მსგავსად, მარტშიც ყველაზე მეტი (ჯამური ჩარიცხვების 18.85%) ფულადი გზავნილი ამერიკის შეერთებული შტატებიდან შემოვიდა - 55.01 მილიონი დოლარი, რაც 21.7%-ით მეტია 2024 წლის მარტთან შედარებით. მეორე ადგილზე ისევ იტალიაა (17.29%), საიდანაც გასულ თვეში 50.46 მილიონი დოლარი გადმოირიცხა - ეს წინა წელთან შედარებით 7.06%-იანი მატებაა.
მესამე ადგილზეა რუსეთი (12.97%) 37.84 მილიონი აშშ დოლარით, რაც 2024 წლის მარტთან შედარებით 29.06%-იანი კლებაა.
ქვეყნები, საიდანაც გასულ თვეს საქართველოში ყველაზე მეტი თანხა გადმოირიცხა:
- აშშ - $55.01 მლნ;
- იტალია - $50.46 მლნ;
- რუსეთის ფედერაცია - $37.84 მლნ;
- საბერძნეთი - $24.45 მლნ;
- გერმანია - $24.34 მლნ;
- ისრაელი - $21.47 მლნ;
- თურქეთი - $8.62 მლნ;
- ყირგიზეთი - $7.02 მლნ;
- ესპანეთი - $6.96 მლნ;
- ყაზახეთი - $6.59 მლნ;
- ირლანდია - $6.26 მლნ;
- საფრანგეთი - $5.57 მლნ;
- გაერთიანებული სამეფო - $4.02 მლნ;
- აზერბაიჯანი - $3.42 მლნ;
- პოლონეთი - $2.79 მლნ;