ვოლოდიმირ ზელენსკი

ზელენსკი სუმის დაბომბვაზე: მხოლოდ არამზადები იქცევიან ასე

წინასწარი მონაცემებით საუბარია ათობით დაღუპულ და დაჭრილ მშვიდობიან მოსახლეზე. მხოლოდ არამზადები იქცევიან ასე, როდესაც უბრალოდ ადამიანებს სიცოცხლეს სტაცებენ. ვიზიარებ ნათესავებისა და ახლობლების მწუხარებას. ახლა გრძელდება სამაშველო ოპერაცია. ყველა შესაბამისი სამსახური მუშაობს.

წერს ვოლოდიმირ ზელენსკი. უკრაინის პრეზიდენტი ქალაქ სუმის ცენტრზე რუსულ სარაკეტო იერიშს გამოეხმაურა

კომენტარები