უბედური შემთხვევა

IPN: ავჭალაში ავარიული კორპუსის ლიფტის შახტში ჩავარდნის შედეგად 13 წლის ბიჭი დაიღუპა

საინფორმაციო სააგენტო ინტერპრესნიუსის ინფორმაციით, ავჭალაში, ერთ-ერთი ავარიული კორპუსის (ე.წ. ტიტანიკის კორპუსი) ლიფტის შახტში ჩავარდნის შედეგად 13 წლის ბიჭი დაიღუპა. 

სააგენტოს ცნობითვე, არასრულწლოვანი მომხდარის შემდეგ იაშვილის კლინიკაში გადაიყვანეს, თუმცა მისი გადარჩენა ვერ მოხერხდა. 

როგორც ინტერპრესნიუსი წერს, "ტიტანიკი" 9-სართულიანი ავარიული კორპუსია, რომლის ერთი ნაწილიც რამდენიმე წლის წინ, შენობის საძირკვლის გრუნტის წყლებით დაზიანების შედეგად, შუაზე გადატყდა და სადარბაზო ჩამოინგრა. 

არსებული ინფორმაციით, საცხოვრებელი კორპუსის მობინადრეები წლებია, დახმარებას ითხოვენ.

ტაბულა შსს-ს უკვე დაუკავშირდა. ინფორმაციას მიღებისთანავე შემოგთავაზებთ. 

კომენტარები