რუსეთი

მედია: ჩეჩნეთში პოლიციელის მკვლელი 17 წლის ბიჭის გვამი ქალაქის მოედანზე დააგდეს

Befunky

7 აპრილს, რუსეთში, ჩეჩნეთის რესპუბლიკაში, ქალაქ აჩხოი-მარტანში, დანით შეიარაღებული ადგილობრივი მცხოვრები 17 წლის ახალგაზრდა საგზაო საპატრულო სამსახურის თანამშრომლებს დაესხა თავს.

თავდამსხმელმა პოლიციელის ორი თანამშრომელი დანით დაჭრა, სამართალდამცავებმა ახალგაზრდას ცეცხლი გაუხსნეს და ადგილზე მკლეს. 

მოგვიანებით ცნობილი გახდა, რომ ერთ-ერთი დაჭრილი პოლიციელი საავადმყოფოში გარდაიცვალა.

10 აპრილს ჩეჩნურმა ოპოზიციურმა ტელეგრამ არხმა NIYSO-მ გამოაქვეყნა ვიდეო, რომელშიც ჩანს ქალაქის მოედანზე დემონსტრაციულად დაგდებული ახალგაზრდა კაცის გვამი.

მედიის ინფორმაციით მოკლული თავდამსხმელის ცხედარი მოედანზე კადიროველებმა მიიტანეს, შემდეგ კი ადგილობრივი მაცხოვრებლები, მათ შორის სტუდენტები და პენსიონერები მოედანზე ორგანიზებულად მიიყვანეს

16-წამიანი ვიდეო ქალა აჩხოი-მარტანის ადმინისტრაციის შენობასთან არის გადაღებული.

ტელეგრამ-არხის ინფორმაციით, სხეული მიტინგის დასრულების შემდეგ კიდევ რამდენიმე საათით დატოვეს. 

რამზან კადიროვის თქმით, თავდამსხმელის უკან უკრაინული სპეცსამსახურები დგას. ჩეჩნეთის ლიდერმა ასევე მოითხოვა, რომ დამნაშავის ოჯახის წევრები რესპუბლიკის ტერიტორიიდან უნდა გააძევონ.

"შსს-მ და როსგვარდიამ, ფსბ-სთან ერთად, რესპუბლიკის ტერიტორიიდან უნდა გააძევოს დამნაშავეების მამები და შვილები". – თქვა კადიროვმა.

შემთხვევას გამოეხმაურა კრემლის სპიკერი დმიტრი პესკოვი. მისი თქმით, ინფორმაციას ოპოზიციური მედიები ავრცელებენ, რომლებიც "ნდობას არ იმსახურებენ". 

კომენტარები