რუსეთში, ჩეჩნეთის რესპუბლიკაში, ქალაქ აჩხოი-მარტანში, დანით შეიარაღებული ადგილობრივი მცხოვრები კაცი საგზაო საპატრულო სამსახურის თანამშრომლებს დაესხა თავს.
ჩეჩნეთის საგამოძიებო კომიტეტის პრესსამსახურის ცნობით თავდასხმა 7 აპრილს, დაახლოებით 21:00 საათზე მოხდა. თავდასხმის მოტივი ამ ეტაპზე უცნობია.
"თავდასხმის შედეგად პოლიციელებმა ჭრილობები მიიღეს. საპასუხო ცეცხლით ადგილზე მოკლულია თავდამსხმელი". – წერია საგამოძიებო კომიტეტის განცხადებაში.
მოგვიანებით ცნობილი გახდა, რომ ერთ-ერთი მძიმედ დაჭრილი პოლიციელი საავადმყოფოში გარდაიცვალა.