გერმანიის ქრისტიან დემოკრატიული კავშირის (CDU/CSU) და სოციალ-დემოკრატიული პარტიის (SPD) კოალიციურ შეთანხმების ტექსტში აღნიშნულია, რომ საქართველოს ევროინტეგრაციის გზაზე დაბრუნება შესაძლებელია მხოლოდ მაშინ, როდესაც დემოკრატიული პროცესების დაცვასთან დაკავშირებული ეჭვები გაქრება.
გერმანიის მომავალი მთავრობის კოალიციური შეთანხმების ტექსტიდან ამონარიდს X-ზე საქართველოში გერმანიის ელჩი, პეტერ ფიშერი აქვეყნებს.
"საქართველოს [ევროკავშირში] გაწევრიანების პროცესის გაგრძელება მხოლოდ მას შემდეგ შეიძლება განიხილებოდეს, როდესაც დემოკრატიული პროცესების დაცვასთან დაკავშირებული ეჭვები გაქრება. ჩვენ ვდგავართ პროევროპული ძალების გვერდით". - წერია ტექსტში.
გერმანიის ქრისტიან-დემოკრატიულმა კავშირმა (CDU), ქრისტიან-სოციალურმა კავშირმა (CSU) და სოციალ-დემოკრატიულმა კავშირმა (SPD) კოალიციური შეთანხმების მიღწევა გუშინ გამოაცხადეს.