აჭარის პოლიციის უფროსმა, გრიგოლ ბესელიამ თანამდებობა დატოვა.
როგორც ტაბულას შინაგან საქმეთა სამინისტროში უთხრეს, ბათუმის პოლიციის დეპარტამენტს ახალი დირექტორი ჰყავს, ამ დროისთვის მისი ვინაობა არ დაუსახელებიათ.
"შინაგან საქმეთა სამინისტროს სხვადასხვა დანაყოფში, დეპარტამენტების ხელმძღვანელი პირების როტაციული წესით შეცვლა პერიოდულად ხორციელდება, რაც საპოლიციო საქმიანობის ეფექტიანობის კიდევ უფრო გაზრდას ისახავს მიზნად" - განუცხადეს ტაბულას შსს-ში.
ჯერჯერობით ასევე უცნობია, სად გადაიყვანეს გრიგოლ ბესელია.
ბესელია აჭარის პოლიციის უფროსად 2022 წელს დაინიშნა.