საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლო

საკონსტიტუციო სასამართლოს წევრად, უზენაესის უვადო მოსამართლე, რევაზ ნადარაია დაინიშნა

საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს წევრად, უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის მოსამართლე, რევაზ ნადარაია დაინიშნა. გადაწყვეტილება უზენაესი სასამართლოს პლენუმმა მიიღო.

რევაზ ნადარაიამ საკონსტიტუციო სასამართლოში ხვიჩა კიკილაშვილის ადგილი დაიკავა.

"საქართველოს კონსტიტუციის მე-60 მუხლის მე-2 პუნქტის, საერთო სასამართლოების შესახებ საქართველოს ორგანული კანონის მე-18 მუხლის მე-2 პუნქტის გ ქვეპუნქტისა და საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს შესახებ საქართველოს ორგანული კანონის 73 მუხლის თანახმად, საქართველოს უზენაესი სასამართლოს პლენუმის გადაწყვეტილებით, საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს წევრად დაინიშნა ბატონი რევაზ ნადარაია". - ნათქვამია უზენაესი სასამართლოს მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.

შეგახსენებთ, 2021 წლის 12 ივლისს პარლამენტმა რევაზ ნადარაია, 5 მოსამართლესთან ერთად, უზენაესი სასამართლოს მოსამართლედ უვადოდ დანიშნა. მაშინ, უზენაესი მოსამართლეების უვადოდ დანიშვნას აშშ-დან დიდი კრიტიკა მოჰყვა. ეს ქმედება დაგმო აშშ-ს სახელმწიფო მდივანმა, ენტონი ბლინკენმა, ასევე, მოვლენები აშშ-ს სახელმწიფო დეპარტამენტმაც უარყოფითად შეაფასა.

კომენტარები