საზოგადოებრივი მაუწყებლის სამეურვეო საბჭოს თავმჯდომარე, ისევ ვასილ მაღლაფერიძე გახდა.
მაღლაფერიძე ერთადერთ კანდიდატი იყო. მას საბჭოს 8 წევრმა დაუჭირა მხარი, წინააღმდეგ კი 3 წავიდა, ლიკა ბასილაია-შავგულიძე, ზაზა აბაშიძე და ლაშა ტუღუში. მაღლაფერიძემ კენჭისყრაზე ხმა საკუთარ თავს მისცა.
"მე არ ვხსნი ჩემს კანდიდატურას, მეტიც, პატივისცემას ამით გამოვხატავ ჩემი კოლეგების მიმართ, ვინც მხარს დამიჭერენ, რომ მეც მივცემ საკუთარ თავს ხმას, რომ არ დავიმალო ბუჩქებში და არ გამოვიდეს, რომ იცი რა, ხალხის თხოვნით არის " - თქვა მაღლაფერიძემ.
სამეურვეო საბჭოს პარალელურად, საზოგადოებრივი მაუწყებლის შენობასთან აქცია მიმდინარეობს.
მაღლაფერიძე საზოგადოებრივი მაუწყებლის სამეურვეო საბჭოს თავმჯდომარედ, 2022 წლის 21 აპრილს, 3 წლის ვადით აირჩიეს.
მაღლაფერიძე თავმჯდომარედ, მეორე ვადით, 3 წლით აირჩიეს.
2023 წელს მაუწყებლობის შესახებ კანონში შესული ცვლილებით, საბჭოს თავმჯდომარე 6 წლის ვადით აირჩევა.
ვასილ მაღლაფერიძე ქართული ოცნების თავმჯდომარის ყოფილი მოადგილე და პოლიტსაბჭოს წევრი იყო. მან ქართულ ოცნებაში თანამდებობა 2021 წლის 8 მარტს დატოვა, მაშინ დაწერა, რომ "პოლიტიკური გემოვნება და შეხედულებები არ ეცვლება".





