საზოგადოებრივი მაუწყებელი

საზოგადოებრივი მაუწყებლის სამეურვეო საბჭოს თავმჯდომარედ ვასილ მაღლაფერიძე აირჩიეს

ტაბულა

საზოგადოებრივი მაუწყებლის სამეურვეო საბჭოს თავმჯდომარედ ვასილ მაღლაფერიძე აირჩიეს.  

მედიის ინფორმაციით, კიდევ ერთმა კანდიდატმა, ბესიკ ლილუაშვილმა საჭირო ხმები ვერ მიიღო. საბჭოს სხდომას რვა წევრი ესწრებოდა.

სამეურვეო საბჭო თავმჯდომარეს სრული შემადგენლობის უმრავლესობით სამი წლის ვადით ირჩევს.  

ვასილ მაღლაფერიძე ქართული ოცნების თავმჯდომარის ყოფილი მოადგილე და პოლიტსაბჭოს წევრია. მან ქართულ ოცნებაში თანამდებობა 2021 წლის 8 მარტს დატოვა და დაწერა, რომ "პოლიტიკური გემოვნება და შეხედულებები არ ეცვლება". 

კომენტარები