რეკლამა

მითები და რეალობა ელექტრომობილებზე: რას ამბობენ სკეპტიკოსები და რა არის სიმართლე? (რ)

"ელექტრომობილი შევიძინო? რამდენად სწორი გადაწყვეტილებაა?" - ეს კითხვა სულ უფრო ხშირად ისმის. მიუხედავად იმისა, რომ ელექტრომობილები საქართველოში სულ უფრო და უფრო პოპულარული ხდება, მაინც არსებობს ეჭვები და კითხვები ამ ტექნოლოგიისადმი. როგორც E- Motors Georgia-ს წარმომადგენლები აღნიშნავენ, ხშირად ეს ეჭვები ეფუძნება მოძველებულ ინფორმაციას, რომელიც დღევანდელ რეალობას აღარ ასახავს.

მითი N1: ელექტრომობილები მაინც აბინძურებენ გარემოს, რადგან ელექტროენერგია ხომ წიაღისეული საწვავით იწარმოება

ეს არგუმენტი ხშირად გვესმის ელექტრომობილების სკეპტიკოსებისგან და ერთი შეხედვით, ლოგიკურადაც ჟღერს. თუმცა, რეალური მონაცემებით - 1990 წლიდან დღემდე სათბურის გაზების ემისია ელექტროენერგიის წარმოებაში 70%-ით შემცირდა. ეს იმას ნიშნავს, რომ ელექტრომობილის ე.წ. "კვების წყარო" სულ უფრო და უფრო ეკოლოგიური ხდება.

კიდევ უფრო საინტერესო ის არის, რაც მომავალში გველის - 2030 წლისთვის ელექტროენერგიის 95% დაბალი ნახშირბადის წყაროებიდან იქნება მიღებული. წარმოიდგინეთ - როდესაც თქვენ E-Motors Georgia-დან შეძენილ ელექტრომობილს დამუხტვით, ფაქტობრივად მზის, ქარის და წყლის ენერგიით იმოძრავებთ. ეს ნიშნავს, რომ დღევანდელი ინვესტიცია ელექტრომობილში ხვალ კიდევ უფრო გამართლებული და ეკოლოგიურად სუფთა იქნება.

მითი N2: ელექტრომობილის დამუხტვას მთელი დღე სჭირდება

ალბათ გსმენიათ, რომ ელექტრომობილის დამუხტვას რამდენიმე საათი ან შეიძლება მთელი დღეც კი სჭირდებოდეს. ეს ერთ-ერთი ყველაზე გავრცელებული მითია, რომელიც რეალობას აღარ შეესაბამება. მაგალითად, E- Motors Georgia-ს შოურუმში წარმოდგენილი IM Motors-ის თანამედროვე მოდელები სწრაფი დამტენით  80%-მდე მხოლოდ 30-40 წუთში იმუხტება.

მითი  N3: ელექტრომობილს მცირე მანძილის გავლა შეუძლია

არსებობს მოსაზრება, რომ ელექტრომობილი ერთი დამუხტვით მცირე მანძილს ფარავს. ეს შიში გასაგებია, მაგრამ რეალობას არ შეესაბამება  - მაგალითად, E-Motors Georgia-ს შოურუმში წარმოდგენილი გამორჩეული მოდელი IM L6 ერთი სრული დამუხტვით 780 კილომეტრზე მეტ მანძილს ფარავს. ეს მაჩვენებელი თითქმის საკმარისია თბილისიდან ბათუმამდე მისასვლელად და უკან დასაბრუნებლად, ისე რომ დამატებითი დამუხტვა არ დაგჭირდებათ. მეტი დეტალისათვის თანამედროვე ჩინური ელექტრომობილები შეგიძლიათ იხილოთ აქ.

იმ შემთხვევაში თუ ელექტრომობილის შეძენა ურბანული გამოყენებისათვის გსურთ, მაშინ დამუხტვა რამდენიმე დღეში ერთხელ დაგჭირდებათ. ამასთანავე, საქართველოში სწრაფად ვითარდება დამტენების ინფრასტრუქტურა, რაც შორ მანძილზე მოგზაურობასაც კომფორტულს ხდის.

მითი N4: ელექტრომობილის ბატარეა სწრაფად ფუჭდება 

თუ ოდესმე გიფიქრიათ, რომ ელექტრომობილის ბატარეა ლეპტოპის ან ტელეფონის ბატარეასავით სწრაფად გამოვა მწყობრიდან, მაშინ შემცდარხართ.

რეალობა საინტერესოა - თანამედროვე ელექტრომობილების ბატარეები აღჭურვილია ჭკვიანი მართვის სისტემებით, რომლებიც ავტომატურად არეგულირებენ დამუხტვის პროცესს ბატარეის სიცოცხლის გახანგრძლივებისთვის. ამასთანავე, დამტენები ევროპულ სტანდარტებს შეესაბამება, შესაბამისად, უსაფრთხოების მაღალი დონით გამოირჩევა.

როგორც ხედავთ, ელექტრომობილების შესახებ არსებული მითები დღევანდელ რეალობას აღარ ასახავს. ტექნოლოგიები განვითარდა, შესაძლებლობები გაიზარდა და უსაფრთხოების სტანდარტები მნიშვნელოვნად გაუმჯობესდა. დღეს ელექტრომობილი აღარ არის მომავლის ტექნოლოგია - ის აწმყოა, რომელიც უფრო ეკონომიური, ეკოლოგიური და კომფორტული მგზავრობის გარანტიას გაძლევთ.

E-Motors Georgia გთავაზობთ უნიკალურ შესაძლებლობას - დაჯავშნეთ ტესტ-დრაივი და საკუთარი გამოცდილებით დარწმუნდით თანამედროვე ელექტრომობილების უპირატესობებში. კომპანიის გამოცდილი გაყიდვების წარმომადგენლები თქვენს საჭიროებებზე მორგებული ელექტრომობილის შერჩევაში დაგეხმარებიან.

დაგვიკავშირდით ნომერზე 032 215 10 10 ან ესტუმრეთ მულტიბრენდულ შოურუმს ბელიაშვილის 49 ნომერში.

კომენტარები