საფრანგეთი

საფრანგეთის სასამართლომ ლე პენი EU-დან გამოყოფილი თანხის გაფლანგვაში სცნო დამნაშავედ

მარინ ლე პენი
REUTERS/Gonzalo Fuentes

საფრანგეთის სასამართლომ ულტრამემარჯვენე პარტია ეროვნული ერთობის ლიდერი, მარინ ლე პენი ევროკავშირის ფონდების უკანონო მითვისებასა არამიზნობრივ გამოყენებაში დამნაშავედ სცნო.

სასამართლოს გადაწყვეტილებით, ლე პენმა ევროკავშირის ფონდები უკანონოდ მიითვისა და არამიზნობრივად გამოიყენა. დანაშაულებრივ სქემაში ლე პენის პარტიასთან დაკავშირებული ფრანგი დეპუტატები, კანონმდებლები, ევროპარლამენტარები და მათ მიერ აყვანილი თანაშემწეები 2004-2016 წლებში მონაწილეობდნენ.

არსებული ინფორმაციით, აღნიშნული პირები პარლამენტში ევროკავშირის საკითხებში თანაშემწეებს ასაქმებდნენ, რომლებისთვისაც EU-ს კანონმდებლობის შესაბამისად, ევროპარლამენტი შრომის ანაზღაურებას გასცემდა. თუმცა, აღნიშნული "თანაშემწეები" ფარულად პარტიულ საქმიანობას ეწეოდნენ, რითაც პირდაპირ სარგებლობდა ლე პენის ეროვნული ერთობა.

მოსამართლეს სასჯელი ჯერ არ გამოუცხადებია. თუმცა, დიდი შანსია, სასამართლომ მას 2027 წლის საპრეზიდენტოა არჩევნებში მონაწილეობა აუკრძალოს.

 

კომენტარები